2021-05-04 11:09:06, 826 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიას რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატები ხვდებიან.
როგორც ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ციხეში შესვლამდე, ჟურნალისტებს განუცხადა, იქმნება გაუგებარი მოლოდინები ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით.
„დღეს უნდა შევხვდეთ და დავილაპარაკოთ. რაღაც მოლოდინები იქმნება, აბსოლიტურად გაუგებარი ამ საქმეზე, ამიტომაც დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით, ჩვენ ჩვეულებრივად უნდა შევხდეთ ჩვენ მეგობარს, რომელიც არის უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში, დეტალებზე შეხვედრის შემდგომ“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან