06:55 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-04 10:33:39, 542 ნახვა

საზოგადოება
პოლიცია მესამე დღეა, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს ინტენსიურ რეჟიმში აკონტროლებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს უკვე მესამე დღეა ინტენსიურ რეჟიმში აკონტროლებენ. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები არსებული რეგულაციების კონტროლს ახორციელებენ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში არსებულ სასაფლაოებზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, მიმდინარე წლის 2, 3 და 4 მაისს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალულია. შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას - 2000 ლარის ოდენობით. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics