2021-05-04 09:20:48, 2229 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით, დღეიდან უქმე დღეები ცხადდება
საქართველოს მასშტაბით, დღეიდან, 4 მაისიდან 11-მაისამდე უქმე დღეები ცხადდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ, კორონავირუსის გავრცელების შეჩერებისა და მობილობის შემცირების მიზნით მიიღო.
12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს. შეზღუდვა არ ვრცელდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.
ამასთანავე, დღეის ჩათვლით, ქვეყანაში აკრძალულია სასაფლაოებზე გასვლა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან