2021-05-01 16:03:43, 817 ნახვა
საზოგადოება
იერუსალიმიდან საქართველოში წმინდა ცეცხლს დაახლოებით 23:00 საათზე ჩამოიტანენ
იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს საქართველოში დაახლოებით 23:00 საათისთვის ჩამოიტანენ.
წმინდა ცეცხლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი დახვდება.
წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს. წმინდა ცეცხლს, ასევე, საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში მიიტანენ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან