2021-05-01 14:57:24, 1858 ნახვა
საზოგადოება
მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლი გადმოვიდა (LIVE)
იერუსალიმში მორწმუნეები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდნენ, რომელიც 14 საათსა და 55 წუთზე, ქრისტეს აღდგომის ტაძარში გარდმოვიდა.
ცეცხლი მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიადან იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა.
მომლოცველები მას საქართველოში საღამოს, 23:00 საათზე ჩამოაბრძანებენ.
წმინდა ცეცხლის გარდომოსვლის რიტუალს ამჯერად ტაძარში მხოლოდ ვაქცინირებული პირები დაესწრნენ. შარშანდელისგან განსხვავებით, ტაძარი მომლოცველებით სავსეა.
საქრისტიანოს უდიდესი საიდუმლო, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა, ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,