2021-04-30 18:06:18, 544 ნახვა
საზოგადოება
ანდრია ჯაღმაიძე - მღვდელმსახურები გავლენ და საფლავებს აკურთხებენ, ხალხის მისვლის აუცილებლობის გარეშე
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, აღდგომის დღესასწაულის დღეებში მღვდელმსახურები საფლავებს აკურთხებენ და მოქალაქეების მისვლა საჭირო არ იქნება.
მისი თქმით, სააღდგომო წირვა რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.
„რადგან სახელმწიფომ მიზანშეწონილად მიიჩნია რეგულაცია, რომ საფლავზე არ მოხდეს ხალხის თავშეყრა, საპატრიარქომ შესაბამისი მითითება გამოსცა და მღვდელმსახურები გავლენ და საფლავებს აკურთხებენ, ხალხის მისვლის აუცილებლობის გარეშე“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,