2021-04-30 17:01:18, 654 ნახვა
საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა
ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა.
გარდამოხსნა საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანა.
ღვთისმსახურებაზე გარდამოხსნა, რომელზეც საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილზე საფლავში ჩასვენებული მაცხოვრის გამოსახულებაა ამოქარგული, ტაძრის შუაგულში ამაღლებულ, ყვავილებით მორთულ სადგამზე დააბრძანეს.
გარდამოხსნა ტაძარში სამი დღე დარჩება. გარდამოხსნას ტაძარში მორწმუნეებმა თაყვანი სცეს და მეტანიები შეასრულეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,