23:47 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-30 16:37:01, 777 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი - საზოგადოებრივი სივრცე წალეკა ისეთმა დანაშაულებმა, რომელიც თითქოსდა წვრილმანი ხულიგნობის სახელითაა ცნობილი

ქართული საზოგადოებრივი სივრცე წალეკა ისეთმა დანაშაულებმა, რომელიც თითქოსდა, წვრილმანი ხულიგნობის სახელით არის ცნობილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ - ის საელჩის განცხადება მისთვის გასაგებია, თუმცა, ეს კანონი ადამიანის უფლებების შელახვისთვის გამოყენებული არ იქნება.

„საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა კარგად დაინახა, რომ პრაქტიკულად, ქართული საზოგადოებრივი სივრცე წალეკა ისეთმა დანაშაულებმა, რომელიც თითქოსდა, წვრილმანი ხულიგნობის სახელით არის ცნობილი, მაგრამ ფაქტობრივად, იქცა მოუთმენლობის, გაუტანლობის და ურთიერთზიზღის შექმნის წინაპირობად და წყაროდ. წვრილმანი ხულიგნობა გამოყენებული იქნა როგორც მექანიზმი, გეგმაზომიერი ქმედება კონკრეტული ადრესატებისადმი და მათ შორის, არიან სამართალდამცავებიც, რომლებიც პრაქტიკულად სახელმწიფოს წარმოადგენენ. ამას სჭირდება გარკვეული რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ეს არანაირად არ უნდა ნიშნავდეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებას ეს პათოსი გასაგებია, რადგან მათ და ევროკავშირს გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ამ ვითარებაში აღებული და მიაჩნია, რომ პარტიებს, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის მოლაპარაკება და მყარი გარანტიები რაც მათ მიიღეს პოლიტიკური სუბიექტებისგან, არ უნდა იყოს საფრთხის ქვეშ დაყენებული ამ საკანონმდებლო ინიციატივით, მაგრამ შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ეს კანონი მისი არსი და სულისკვეთება გამოყენებული იქნება საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და არა ვინმეს უფლებების შელახვისთვის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა გუშინ 72 ხმით მიიღო კანონპროექტი, რომელიც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველთა დაუმორჩილებლობაზე ადმინისტრაციული პატიმრობის გამკაცრების შესახებ ცვლილებებს ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics