2021-04-30 15:18:24, 560 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკის“ პირველი დოზა ჩაიტანეს
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V”-ის პირველი დოზა ჩაიტანეს, - აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გვიან ღამით ჩავიდა.
„ვაქცინაცია რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზზე ჩატარდება. პირველ რიგში ავცრით იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯერ არ აქვთ გადატანილი კორონავირუსი“, - განაცხადა წამლების სააგენტოს ხელმძღვანელმა და ე.წ ჯანცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ახრა ადჟბამ.
ცნობისთვის, ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზეთში კორონავირუსის 14 494 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 13 517 პაციენტი და დაღუპულია 222 ადამიანი.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან