2021-04-30 15:20:15, 636 ნახვა
საზოგადოება
4 მაისამდე საქართველოში ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 მაისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება. 2-3 მაისს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა + 25, + 30 გრადუსამდე მოიმატებს. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში კი ცალკეულ რაიონში იწვიმებს და +22, +27 გრადუსამდე დათბება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 1 მაისს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 2-3 მაისს დღის საათებში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსმდე მოიმატებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,