2021-04-30 10:46:56, 552 ნახვა
საზოგადოება
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაფატის მონაკვეთზე, მამა-შვილი დაჭრეს
გავრცელებული ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაფატის მონაკვეთზე, მამა-შვილი დაჭრეს.
როგორც ცნობილია, შემთხვევა გამთენიისას მოხდა და გასროლა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განახორცილეს.
არსებული ინფორმაციით, მამა-შვილს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მდინარე ენგურის გავლით, კონტრაბანდული სიგარეთი გადმოჰქონდათ, რა დროსაც, პოლიციამ მათ ცეცხლი გაუხსნა.
„ექსპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,