00:37 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 18:02:15, 932 ნახვა

პოლიტიკა
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები და ცალკეული პირები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები და ცალკეული პირები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოუწოდებენ დანარჩენ კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, რათა ხელისუფლებამ სრულფასოვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

„2021 წლის 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ ხელის მოწერით ქვეყანას გაუჩნდა უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა გამოვიდეს ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან.  შეთანხმების დოკუმენტის თანახმად  „ქართულმა ოცნებამ“  ფაქტობრივად აღიარა ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების გაყალბება, პოლიტიზირებული მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობა, სასამართლო და საარჩევნო რეფორმების აუცილებლობა და აიღო ვალდებულება, კონკრეტული მექანიზმების მეშვეობით პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის შესახებ.

აღნიშნული შეთანხმების განხორციელებით ჩვენს ქვეყანას უჩნდება არსებული რთული გამოწვევების ფონზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში გაწევრიანების რეალური შესაძლებლობა, რასაც ადასტურებს აშშ-ს სენატორებისა და ევროპარლამენტარების  განცხადებები. 

შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ახლა ზოგიერთი ოპოზიცური პარტიის მხრიდან არა ურთიერთდაპირისპირების წამახალისებელი და შეთანხმების მიზნების დამაზიანებელი საუბრის, არამედ ოპოზიციური ძალისხმევის კონსოლიდაციის დროა, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება შეასრულოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დემოკრატიული პროცედურით შეცვლის ერთადერთი გზა გადის სწორედ ამ  შეთანხმების შესრულებაზე.  შესაბამისად, ამ შესაძლებლობაზე ვიწროპარტიული ინტერესების გამო უარის თქმა სწორედ ხელისუფლების ინტერესებში შედის.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, შეთანხმებაზე ხელისმომწერი პოლიტიკური პარტიები და დამოუკიდებელი დეპუტატები კიდევ ერთხელ ვადასტურებთ  შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მზაობას.

მოვუწოდებთ შეთანხმებაზე ჯერ კიდევ არ შემოერთებულ ოპოზიციონერ კოლეგებს, მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს და ყველამ ერთად მთელი ძალისხმევა მივმართოთ, რათა ხელისუფლებამ სრულფასოვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

შეთანხმების შედეგად ჩვენ გვაქვს უკვე პირველი წარმატება - გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება. მიგვაჩნია, რომ  მხოლოდ საერთო ოპოზიციური ძალისხმევით შევძლებთ დროულად  გავათავისუფლოთ ნიკა მელია პატიმრობიდან და გამოვიყვანოთ ქვეყანა ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისიდან, რომელიც აფერხებს  საქართველოს სწრაფ,  დემოკრატიულ განვითარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ხელმომწერები:

არმაზ ახვლედიანი

თეონა აქუბარდია

დავით ბაქრაძე

გიორგი ვაშაძე

პაატა მანჯგალაძე

ანა ნაცვლიშვილი

სალომე სამადაშვილი

ხათუნა სამნიძე

დავით უსუფაშვილი

შალვა შავგულიძე

მამუკა ხაზარაძე

ბადრი ჯაფარიძე

ზურაბ ჯაფარიძე





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics