07:17 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 16:40:01, 686 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის შესაძლოა, შეღავათები დაწესდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის შესაძლოა, შესაბამისი შეღავათები დაწესდეს

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინით ორჯერადი აცრა 4 400-მდე ადამიანს ჩაუტარდა.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აპირებს, მომავალ კვირაში შესაბამისი ინიციატივით შევიდეს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში, რომ ამ ადამიანებს შესაბამისი შეღავათები ჰქონდეთ შეზღუდვების პერიოდში. ამაზე ჩვენ უკვე ვმუშაობთ. რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის, იგივე „კომენდატის საათის“ დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობისას შესაბამისი დოკუმენტი. რამდენიმეზე ვმუშაობთ, რომელსაც წინასწარ ვერ გავაჟღერებ, რომ ამ ადამიანებს და საერთოდ მოსახლეობას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, სწრაფად და სრულად აიცრას. ადამიანებს, ვინც უკვე ორჯერად არის აცრილი მთელ რიგ ქვეყნებში გარე სივრცეებში პირბადის ტარება არ მოეთხოვებათ, მაგრამ აუცილებლად მოეთხოვებათ დახურულ სივრცეებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics