02:57 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 15:28:08, 433 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია მანჯგალაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს

ნაძალადევის რაიონში მდებარე ეროსი მანჯგალაძის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.       

როგორც მან აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, დედაქალაქში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება არ შეჩერებულა.

„მიუხედავად არსებული პანდემიისა და რთული პერიოდისა, ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეგვიჩერებია და მაქსიმალურად ვცდილობთ, ქალაქში ის მასშტაბური სამუშაოები განვახორციელოთ, რომელიც დედაქალაქს ესაჭიროება. ნაძალადევის რაიონში, ეროსი მანჯგალაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დავიწყეთ. ქუჩა უმძიმეს მდგომარეობაში იყო.  პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე მთლიანად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. სამუშაოებს კომპანიები - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ უკვე აწარმოებენ. ხდება იმ მილსადენების ცვლილება, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. განსაკუთრებით დამეთანხმებიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობდნენ ამ გზით და იციან, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობა იყო. ჩვენ პირობა გვქონდა მიცემული და შესაბამისად, მისი მოწესრიგება და განახლება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სამუშაოების ფარგლებში, ასევე მოწესრიგდება სანიაღვრე ქსელი.

„წყალმომარაგების, წყალარინებისა და ბუნებრივი აირის ქსელების შეცვლის შემდეგ,  მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ქუჩაზე სანიაღვრე ქსელს მოაწესრიგებს და  გზის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. ამავე პროექტის ფარგლებში, ქუჩაზე არსებული ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები მიწის ქვეშ მოექცევა, დამონტაჟდება ახალი ბოძები თავისი LED სანათებით. შესაბამისად, მანჯგალაძის ქუჩა მთლიანად მოწესრიგდება და განახლდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 აპრილიდან ივნისის ბოლომდე, ქუჩის ნაწილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეზღუდულია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics