23:56 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-28 14:49:00, 718 ნახვა

რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტმა მოწყვლადი კატეგორიის 160 ოჯახს სააღდგომო ნობათები გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა იროდი უგრეხელიძემ და ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის ბიუროს ხელმძღვანელმა ბექა წაქაძემ ააიპ „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და მათ სააღდგომო ნობათები გადასცეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა სასურსათო ნობათები ჯამში მოწყვლადი კატეგორიის 160  ოჯახს გადასცა. ნობათები ასევე შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებმაც მიიღეს.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, „სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათებს გადასცემს. ეს ტრადიცია არც წელს დარღვეულა, ნობათები  მოწყვლადი კატეგორიის 60-მა ოჯახმა მიიღო. მსურს, თითოეულ მათგანს აღდგომის დღესასწაული მივულოცო და მათ ბედნიერება ვუსურვო. მუნიციპალიტეტს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის არაერთი სოციალური პროგრამა აქვს შემუშავებული და ჩვენ ამ ოჯახების დახმარებას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics