00:37 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-27 16:16:55, 759 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ნიკა მელია ამბობს, რომ მზადაა გადაიხადოს გირაო, ოღონდ ამნისტია არ იყოს, ეს არაა კაცური საქციელი

ნიკა მელია ამბობს, რომ მზადაა გადაიხადოს გირაო, ოღონდ ამნისტია არ იყოს, ეს არაა კაცური საქციელი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ამნისტია არ არის გირაოს ალტერნატივა.

„ამნისტია არ არის არაფრის ალტერნატივა, რადგან ამნისტიას ითვალისწინებს შეთანხმება, რომელსაც მოვაწერეთ ხელი, საბოლოო ჯამში, ეს იყო ინიციატივა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, რომ დოკუმენტის ეს ნაწილი აღსრულდეს. ნიკა მელიას მხრიდან გირაოს გადახდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მელიამ აღიაროს ეს გირაო. ამნისტიის ალტერნატივა არ არის გირაო. როდესაც ნიკა მელია ამბობს, რომ მზად არის გირაო გადაიხადოს, გამოვიდეს, ოღონდ ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს კარგია, რადგან არის უკან დახევა, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ ეს არ არის კაცური საქციელი, როდესაც ამბობს, რომ გადაიდხის და გამოვა, ის ადამიანები კი, რომლებიც მისგან იყვნენ გაბრიყვებულები, ციხეში უნდა შევიდნენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics