00:35 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-27 12:55:46, 678 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - ამნისტია არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ იარების მოშუშებიკენ

ვერასდროს და ვერავინ ვერ ამოშლის ჩვენი ხალხის მეხსიერებიდან იმას, რაც მოხდა 20 ივნისს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, ამნისტია არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ იარების მოშუშებისკენ, რათა საზოგადოებამ შეძლოს წინ წასვლა.

„მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, ეს არის 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტია. ვერასდროს და ვერავინ ვერ ამოშლის ჩვენი ხალხის ისტორიული მეხსიერებიდან იმას, რაც იმ დღეს მოხდა, როდესაც დაიცვა ასობით ათასმა მოქალაქემ ჩვენი ქვეყნის ღირსება და ვერც ამ პარლამენტში ამოიშლება ეს დღე, როდესაც მე და ჩემმა მეგობრებმა, ბატონი გავრილოვი გავაძევეთ პარლამენტიდან და ვერც ის დღე ამოუშლება, როდესაც ამ დარბაზში ნიკა მელიას მოეხსნა იმუნიტეტი, მის დასაკავებლად.  

ამნისტია ეს არის გზა არა დავიწყებისკენ, არამედ იარების მოშუშებისკენ. იმისთვის, რომ არ ვიყოთ ჩაჭიდებული წარსულ დრამას, ტკივილს და შევძლოთ, როგორც საზოგადოებამ, რომ წინ წავიდეთ. წინ ვერ წავალთ, თუ საქართველოს რომელიმე მოქალაქე ჩათვლის. რომ ეს ამნისტია მის უფლებას არღვევს. გვმართებს ძალიან ფართო დისკუსია ამნისტიის კანონპროექტზე, თუმცა ცხადია ჩვენ ვიცავთ იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. ამ ქვეყნის ისტორია სავსეა მწვავე დაპირისპირებით, სავსე ტკივილით, მძიმე პოლიტიკური შეცდომებით და ეს შეთანხმება შესაძლებლობა იყო, მათ შორის ჩვენთვის, რომ მიგვეღწია ფართო ეროვნული კონსენუსისთვის და ბევრ საკითხზე დაგვეხურა ისტორიული თავი, დაგვეხურა ბევრი საკითხი, რომელიც უზრუნველყოფდა იმას, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების წაგება და მოგება ერთი პოლიტიკური მოვლენაა და არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა მიიღებს ყველაფერს და ვიღაც დაკარგავს ყველაფერს. ჯერჯერობით კიდევ გვაქვს შანსი, რომ გავაგრძელოთ სწორედ ამ, ქვეყნის კონსოლიდაციის გზით სიარული“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics