2021-04-27 12:21:14, 701 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა არჩილ თალაკვაძის თანამდებობიდან გადადგომა ცნობად მიიღო
პარლამენტმა არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა ცნობად მიიღო.
პლენარულ სხდომაზე, რომელსაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ნაწილი ესწრება, რეგისტრაცია 107-მა დეპუტატმა გაიარა.
პლნეარულ სესიაზე ამ წუთებში პოლიტიკური განცხადებები კეთდება, რომელთა დასრულების შემდეგაც, ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა დაიწყება. ახალი თავმჯდომარის პოსტზე კახა კუჭავას კანდიდატურაა დაყენებული.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან