23:57 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-24 18:31:16, 1024 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად დაღუპული მეომარი ლევან მემანიშვილი დღეს ბოლნისში სამხედრო პატივით დაკრძალეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, 1992-1993 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპული ბოლნისელი მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის მფლობელი სამხედროს, ლევან მემანიშვილის ნეშტის იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი.

დაღუპული მეომრის ოჯახის გადაწყვეტილებით, ლევან მემანიშვილის ნეშტი, მის მშობლიურ ქალაქ ბოლნისში, სამხედრო პატივით  დაიკრაძალა.

ლევან მემანიშვილის ნეშტის დაკრძალვამდე სამოქალაქო პანაშვიდი  სასაფლაოს მიმდებარედ არსებულ  ღვთისმშობლის სახელობის  ტაძარში გაიმართა, სადაც ბოლნელმა მთავარ ეპისკოპოსმა ეფრემმა სამხედროს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

აფხაზეთში დაღუპულ მეომარს ბოლნისელებთან ერთად პატივი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და  ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დეპუტატმა გოგი მეშველიანმა  მიაგეს.

იმ ადგილას, სადაც დღეს ლევან მემანიშვილი დაიკრძალა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის  გადაწყვეტილებით,  უახლოეს მომავალში ძმათა სასაფლაო და მემორიალი მოეწყობა.

აღსანიშნავია, რომ ლევან მემანიშვილის გარდა, საქართველოს მთავრობისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 12 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. ოკუპირებული აფხზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდი 23 აპრილს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა.

„აფხაზეთის ომმა არაერთი ბოლნისელის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ჩემი უახლოესი მეგობრების, ამიტომ ეს დღე  ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური და სიმბოლურია. 14 უგზო-უკვლოდ დაკარგული ბოლნისელი მებრძოლიდან საქართველოს მთავრობისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძალისხმევით, ჯერ მხოლოდ ლევან მემანიშვილის ნეშტის იდენტიფიცირება მოხერხდა. დღეს ჩვენი გმირი თანამემამულე მის მშობლიურ ქალაქში,   სამხედრო პატივით დავკრძალეთ,სადაც უახლოეს მომავალში ძმათა სასაფლაო და მემორიალი მოეწყობა. ეს დღე ტკივილიანი და ამავე დროს სასიხარულოცაა, რადგან ჩვენ, თითოეულ ბოლნისელს საშუალება გვაქვს ლევანს დამსახურებული პატივი მივაგოთ.  იმედი მაქვს, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული გმირების იდენტიფიცირება აქტიურად გაგრძელდება. ჩვენი მოვალეობაა არასდროს დავივიწყოთ საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და თავისუფლებისთვის დაღუპული გმირები. მჯერა, მათი თავგანწირვა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და ერთ დღესაც, ყველანი ერთად, ერთიან და განვითარებულ საქართველოში ვიცხოვრებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics