07:57 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 14:56:33, 850 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - დამატებით შეზღუდვებზე საუბარი არ არის, ეკონომიკა სრულად არ უნდა დავკეტოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გაყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი აღარ მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ეკონომიკის სრულად ჩაკეტვა არ უნდა მოხდეს.

„პანდემიის გამო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის 12-დან 15 ტრილიონამდე ეკონომიკური დანაკარგი. გაჩერებულია ბევრგან ეკონომიკა. გასაგებია, რომ მდიდარი ქვეყნები უძლებენ, მაგრამ ჩვენთან რთულია. ამიტომ, ახლა ჩვენ დანის პირზე მივდივართ. არც ეკონომიკა არ უნდა დავკეტოთ სრულად, როგორც ეს შარშან იყო და გაზაფხულზე კარგად ვმართეთ ყველაფერი და მეორეს მხრივ, ვაქცინაცია უნდა გავააქტიუროთ. ამიტომ, დამატებით შეზღუდვებზე ამ ეტაპზე საუბარი აღარ არის. ერთადერთი მთავარია აღსრულება იმის, რაც არის იყოს მაქსიმალური თვითშეგნება. არ გვინდა 200-კაციანი ქორწილები და სუფრები. იქიდან იწყება ყველაფერი. თავი შევიკავოთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასეთი თავშეყრებისგან. ეს არის დიდი თხოვნა ყველასადმი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics