02:22 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 14:32:03, 602 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ისეთი რეფორმა მოხდება, ცესკო-ს თავმჯდომარედ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო, ისიც ვერ აურევს ვერაფერს

ისეთი რეფორმა მოხდება, რომ თამარ ჟვანია კი არა, იოზეფ გებელსი რომ დანიშნო ცესკოს-ს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას თამარ ჟვანიას გადადგომასთან დაკავშირებით.

როგორც ელისაშვილი იმედოვნებს, თამარ ჟვანია გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებამდე თავად მიიღებს.

„ნუ ვახურდავებთ ძალიან დიდ, მართლა რევოლუციურ ცვლილებებს და რეფორმებს თამარ ჟვანიამდე. ისეთი რეფორმა მოხდება, რომ ჟვანია კი არა, იოზეფ გებელსი რომ დანიშნო ცესკოს-ს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს. ისეთი გამართული ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია, საოლქო და საუბნო კომისიები იქნება, რომ ვერავინ ვერაფერს გააფუჭებს, თუმცა რატომღაც მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ თამარ ჟვანია თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებამდ. ვფიქრობ, მას თავად ექნება დისკომფორტი იმ პოსტზე დარჩენის შემთხვევაში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics