02:21 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-23 14:22:33, 663 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: მელია უნდა ადგეს და გამოვიდეს - სასაცილო იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, რომ არ გამოვა

მელია უნდა ადგეს და გამოვიდეს - სასაცილო იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, რომ არ გამოვა, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა სულაც არ იქნება ღირსებაშემლახველი,

„მთელი ევროკავშირი უდგება ნიკა მელიას თავდებად და ეს, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად საკმარისია. გულახდილად რომ გითხრათ, მესმის, რომ ნიკა მელია ერთგვარად გაიჭედა, ვერ იღბს გადაწყვეტილებას, ჯერ იძახდა რომ გირაოს არ გადავიხდიო, დარწმუნებული ვარ, თავადაც ხვდება, რომ ახლა უნდა გამოვიდეს, სანამ ღიმილის მომგვრელი და სასაცილო გახდება მისი პოზიცია, რომ არ გამოვა არაფრის ფასად. დარწუმნებული ვარ ამას ხვდება, ამიტომ უნდა ადგეს და მარტივად გამოვიდეს. არ მგონია, ამის გამო ვიღაცამ დასცინოს, სასაცილო მისი პოზიცია მაშინ იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, არ გამოვალო. რომ გამოვიდეს და ევროკავშირმა გირაო გადაუხადოს, სულაც არ იქნება არც ღირსებაშელახული, ჩემი აზრით და სულაც არ იქნება სასაცილო მდგომარეობა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics