|
2021-04-22 10:44:16, 443 ნახვა
საზოგადოება
სკოლები კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საფრთხეებთან ბრძოლაში ჩაერთვებიან
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის - ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ გამარჯვებულები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს ათი მუნიციპალიტეტის ორმოცზე მეტმა საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო კონკურსში „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“, რომლის მიზანია სკოლების შენობების ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვა და მოსწავლეებისა და ადგილობრივი მოსახლეობის განათლება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, კონკურსში, რომლის ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ჩაერთნენ: გორის, თელავის, ლაგოდეხის, ახმეტის, სიღნაღის, სამტრედიის, აბაშის, ხობის, სენაკისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სკოლები. „ხუთმა საუკეთესო სასკოლო პროექტმა მიიღო მცირე, მაგრამ არსებითი დაფინანსება კლიმატური პროექტების განხორციელებისათვის:
„გარემოსდაცვითი განათლება იწყება სკოლაში, სადაც ახალგაზრდები კლიმატის ცვლილების მიზეზებსა და შედეგებს სწავლობენ და გარემოსადმი მეგობრული ცხოვრების სტილის უპირატესობებს ეცნობიან. საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გარემოსდაცვით განათლებას, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და მისი ნეგატიური გავლენის შემცირების ეროვნული ძალისხმევის ნაწილია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა. „საქართველომ კლიმატის ცვლილების შედეგები უკვე არაერთხელ იწვნია, თუმცა ადამიანები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვაში ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს და ამ პასუხისმგებლობას სხვას აკისრებენ. ჩვენი მხარდაჭერის შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, ჩაერთვება კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი საზოგადოების მშენებლობაში“, - აღნიშნა UNDP-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ. „კვლევებით ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ კარგად აცნობიერებს კლიმატის ცვლილების საფრთხეს. UNDP-სა და ევროკავშირის ხელშეწყობით ჩატარებული უახლესი გამოკითხვის თანახმად, კლიმატის ცვლილება კაცობრიობის წინაშე არსებული საფრთხეების სამეულში სახელდება, სიღარიბისა და ინფექციური დაავადებების შემდეგ. გამოკითხულთა თითქმის 94 პროცენტი მიიჩნევს, რომ კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს არა მხოლოდ შორეულ ქვეყნებზე, არამედ საქართველოზეც. ამის მიუხედავად, იმავე კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი მზადაა შეცვალოს ყოველდღიური ქცევა და კლიმატისადმი მეგობრულ ცხოვრების სტილზე გადავიდეს. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აქტიურად ეხმარება საქართველოს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციაში, შესაბამისი პოლიტიკის მიღებასა და გატარებაში და მოსახლეობის დაცვაში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან. სხვა ინიციატივებთან ერთად, UNDP-ის ხელშეწყობა ეყრდნობა 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამას, რომელიც ხორციელდება UNDP-სა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობისა და შვეიცარიის და შვედეთის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით. შვიდწლიანი ინიციატივის მიზანია წყალდიდობებისა და სხვა კატასტროფების რისკის შემცირება 11 მდინარის აუზებში, 1.7 მილიონი ადამიანის დაცვა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგი მომავლის მშენებლობა. ჩატარებული შეხვედრის ბმული შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე - https://www.youtube.com/watch?v=6RL4Rij-MO4“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)