05:24 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 23:07:51, 428 ნახვა

საზოგადოება
სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადება

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნევთ, განმარტება გავაკეთოთ კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:

პირველ რიგში გვსურს აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ამსახველ ფაქტებზე გავრცელებულ ინფორმაციას მყისიერად გამოეხმაურა, მოახდინა რეაგირება და კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება განახორციელა.

საქმის შესწავლა დაიწყო სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტმა, ჩაერთო სოციალური მუშაკი, გაკეთდა შეტყობინება და დაუყოვნებელი რეაგირების მიზნით ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთვის მნიშვნელოვანია ჭეშმარიტების დადგენა, გამოძიების პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ და ეფექტურად წარმართვა, ამიტომ აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან.

ამავდროულად, სააგენტოს ხელმძღვანელობამ მიზანშეწონილად ჩათვალა, გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობისას, კოჯრის ბავშვთა სახლში სავარაუდო ძალადობის ფაქტებში დასახელებული, კონკრეტული თანამშრომლები, მათ შორის ხელმძღვანელი პირი და დარაჯი დროებით  გაერიდებინათ სამუშაო პროცესს.

სააგენტოს მხრიდან, ყოველდღიურად ხორციელდება ქმედითი ნაბიჯები დაწესებულების სრულყოფილი, ჯეროვანი ფუნქციონირებისთვის. კოჯრის ბავშვთა სახლში დაინიშნა დროებითი მმართველი, ასევე ჩაერთო განვითარების სპეციალისტთა ჯგუფი. მნიშვნელოვანია, რომ სერვისის მიწოდებაში არ მოხდეს შეფერხება და ამავდროულად ადგილზე აღმოიფხვრას პრობლემები. მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებთან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics