|
2021-04-21 15:01:27, 513 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ გაიხსნა
თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ გაიხსნა. გამოფენა ორნაწილიანია და ხელნაწერთა ცენტრის საცავებში დაცულ მნიშვნელოვან მასალას აერთიანებს. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასიალაია დაესწრო. „სახელმწიფო ენის დღე, თბილისის მერიამ საინტერესო ღონისძიებით აღნიშნა. დღევანდელი გამოფენა ამ დღის ერთგვარი გაგრძელებაა და მოხარული ვარ, რომ ჩვენს მოქალაქეებს და თბილისის სტუმრებს, საქართველოს ისტორიულ სიმდიდრეს ამ სახითაც წარმოვუდგენთ. ორ დღეში, თბილისი იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ მასპინძელი გახდება, რომლის ღირსეულად ჩატარების მისიაც თბილისის მერიას აქვს აღებული. მჯერა, რომ მომავალი წლის ამ დროისთვის, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მომავალი თაობა, კიდევ უფრო იქნება დაახლოებული წიგნთან“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიამ. „აღნიშნული გამოფენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მწერლობა ნამდვილად გახლავთ მსოფლიო კულტურის მონაპოვარი, მისი, რაც შეიძლება, მეტი ადამიანისთვის გაცნობა კი ჩვენი ვალდებულებაა. თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის “თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, რომელიც მსოფლიოს თანამედროვე ქართულ მწერლობასაც გააცნობს, საგამომცემლო სფერო კი უფრო განვითარდება“, - ამბობს იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ დირექტორი, ნინია მაჭარაშვილი. გამოფენის პირველი ნაწილი წარმოაჩენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებს, როგორც ქართული წიგნის ისტორიის სათავეს. მათ შორისაა: პირველი წერილობითი ფრაგმენტები (V-VIII საუკუნეების პალიმფსესტები), პირველი თარგმანები, ლიტერატურული თხზულებები, მედიცინის, იურისპრუდენციის, ასტროლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფია-კარტოგრაფიისა თუ ენციკლოპედიური ხასიათის ნააზრევის ამსახველი უნიკალური ხელნაწერები. გამოფენის ამ ნაწილში, ასევე, წარმოდგენილი იქნება ზომითა და ფორმით გამორჩეული ხელნაწერი წიგნებიც. გამოფენის მეორე ნაწილი - „შეხვედრა კლასიკოსებთან - ავტოგრაფების სამყაროში“ წარმოგვიდგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცულ, კლასიკური ნაწარმოებების ავტოგრაფებს. მათ შორისაა: იოანე შავთელის, ჩახრუხაძის, მოსე ხონელის, თეიმურაზ I, არჩილის, თეიმურაზ II, სულხან-საბა ორბელიანის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, დავით გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველასა და გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებების ხელნაწერები. გამოფენის ფარგლებში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო აქტივობები და ონლაინექსკურსიაც.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)