03:09 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 12:33:53, 546 ნახვა

პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირი მზადაა, რომ გადაიხადოს მელიას გირაო, ეს ჩვენი კომპრომისული გადაწყვეტილება იყო

ევროკავშირი მზად არის, რომ გადაიხადოს ნიკა მეილას გირაო და მიკვირს, რომ მის გარშემო შემოკრებილები, უარს აცხადებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნლაისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა განმარტა, ნიკა მელიასთვის ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდა და გათავისუფლება „ქართული ოცნების“ კომპრომისული გადაწყვეტილება იყო.

„ევროკავშირი მზად არის, რომ გადაიხადოს გირაო და მე მიკვირს, ამ შემთხვევაში, ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ევროპული საქართველო“, ვინც არიან მის გარშემო შემოკრებილი, უარს აცხადებენ, რომ მიიღონ ეს ნაბიჯი, რომელსაც დგამს ევროკავშირი.

ესეც ჩვენი კომპრომისული გადაწყვეტილება იყო, გამოდის, რომ ფაქტობრივად, უნდა შევიწყალოთ ნიკა მელია, პატიების აქტია პარლამენტის, გარკვეულწილად. ამ ამნისტიასაც ის არასამართლიანად თვლის სავარაუდოდ და არ ვიცი აპირებს თუ არა დაეთანხმოს საბოლოო ჯამში. ეს ბოლოს და ბოლოს არის მისი გადასაწყვეტი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics