|
2021-04-20 17:09:24, 553 ნახვა
პოლიტიკა
შარლ მიშელი - პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი
პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახალი დასაწყისის ეტაპზე საქართველომ ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით ბევრი უნდა იშრომოს. „დღეს გახლავთ დღე, როდესაც პოლიტიკურმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ძალიან დიდი მიღწევაა. პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უკვე გახდა მდგრადი. დღეს გახლავთ ახალი დასაწყისის ეტაპი, რომელიც საჭიროებს ძალიან ბევრ შრომას და რომელიც საქართველომ უნდა გავლოს ევროკავშირის ინტეგრაციის კუთხით. ქართველმა ლიდერებმა დღეს მიაღწიეს ამ შეთანხმებას და ეს მიღწევა თქვენ გეკუთვნით. მე კარგად ვიცი, რაოდენ დიდი ძალისხმევაა ჩადებული ამ მიმართულებით და რას მოითხოვს ეს მომავალში. მე კარგად ვიცი, რომ ეს არ გახლდათ ადვილი პროცესი. ახლა უკვე ვიცით, რომ გამოწვევები შედარებით მარტივი სამართავია და ადამიანები ელოდნენ ამ შედეგს“, - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი თქმით, უფრო მეტი საქმე იწყება დღეს და ეს შეთანხმება კარგ საფუძველს უქმნის სამომავლო რეფორმებს. „ეს უკავშირდება საარჩევნო და სამართლებრივ რეფორმას. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია ევროკავშირი-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას და ეს ჩვენი პრიორიტეტი გახლავთ. რასაკვირველია, საქართველო ძალიან ბევრს იშრომებს იმისთვის, რომ განახორციელოს როგორც საარჩევნო, ასევე სამართლებრივი რეფორმები. ეს სასიკეთო შედეგებს მოიტანს საქართველოს მოქალაქეებისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში თანაბარი ძალები იქნება წარმოდგენილი და ეს იქნება საფუძველი მდგრადი ფუნქციონირებისა პარლამენტის. ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ იქნება ინკლუზიური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენ სრულ მზაობას გამოვხატავთ თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის. ევროკავშირი გახლავთ საქართველოს უდიდესი დონორი. 200-ზე მეტი პროექტი არსებობს, რომლის ბიუჯეტიც 500 მილიონზე მეტი დოლარი გახლავთ“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)