03:57 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 18:23:02, 845 ნახვა

პოლიტიკა
ჟოზეფ ბორელი - მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისული გზები, რათა საქართველო ჩიხიდან გამოვიდეს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჟოზეფ ბორელი მოუწოდებს ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისული გზები და გადადგან ნაბიჯები შეთანხმებისკენ.

როგორც მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ვიდეოკონფერენციის შემდეგ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხრიდან შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული დოკუმენტისთვის ხელმოწერის მზაობა მისასალმებელია.

„შეხვედრის დროს ვისაუბრეთ საქართველოს საკითხზეც. პრეზიდენტ შარლ მიშელის სახელით ახალი წინადადება იქნა წარდგენილი, რათა მოიძებნოს გზა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად. მივესალმები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო შეთავაზება, რომელიც ბოლოს იყო წარდგენილი და იმედი მაქვს, სხვა პარტიებიც გადადგამენ ნაბიჯს, რათა შედგეს შეთანხმება. იმედი გვაქვს, რომ სხვა პარტიებიც იმოქმედებენ იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას შეთანხმება. მოვუწოდებ ყველა პარტიას, იპოვონ კომპრომისული გზები, რათა საქართველო გამოვიდეს იმ ჩიხიდან, რომელშიც ახლა არის და გააგრძელოს თავისი დემოკრატიული კონსოლიდაცია. ვიმედოვნებ, რომ დღის ბოლოს ამას გავიგებთ“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics