03:57 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 16:02:58, 772 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი მზადაა, გიორგი რურუა გარკვეული პირობებით შეიწყალოს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მზადაა, გიორგი რურუა შეიწყალოს. აღნიშულის შესახებ პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ შეწყალების გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როდესაც ევროკავშირი და აშშ იტყვის, რომ შეთანხმება პოლიტიკურ პარტიებს შორის შედგა.

„მზად ვარ მივიღო ჩემთვის ნამდვილად სკანდალური გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილებას ვღებულობ მხოლო და მხოლდ შემდეგი ჩემი პირობით. ეს ნაბიჯი ამ კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი უნდა იყოს და გზა გაუხსნას იმას, რომ ყოველგვარი სხვა მოთხოვნის გარეშე ქვეყანა და პარლამენტი შეუდგნენ ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს და გამოწვევებთან გამკლავებას.

ეს ნიშნავს, რომ ჩემი გადაწყვეტილება, განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში, მეორე მხრივ, ევროკავშირის და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics