2021-04-19 10:12:26, 497 ნახვა
საზოგადოება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის 5-დღიანი კარანტინი გაუქმდა
დღეიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები, 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად, ანტიგენ-ტესტით ტესტირებას დაექვემდებარებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ გამართულ სხდომაზე მიიღო.
მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები ნებაყოფლობით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.
ამასთან, ვაქცინის ორი დოზით აცრილი პირები, მომავალში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,