08:15 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-18 16:08:07, 452 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქ.ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

ჯუანშერ ბურჭულაძეს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა უმასპინძლა და ტერიტორიაზე დასრულებულ და დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებზე ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრი ადგილზე გაეცნო სრულად გარემონტებულ კადეტთა საცხოვრებელ შენობას და სპორტულ დარბაზს, რომელიც აღჭურვილია უახლესი, თანამედროვე ინვენტარით.

ლიცეუმის ტერიტორიაზე დასრულებულია სიმულაციის, შტაბისა და ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, მოწესრიგდა მოწესრიგდა გარე ფასადი, შეიცვალა სასადილოსა და სპორტული დარბაზის სახურავი, გარემონტდა საკონტროლო გამშვები პუნქტი. ტერიტორიაზე დასრულდა გარე განათების მონტაჟიც.

კადეტთა ლიცეუმს ახალი სიმულაციური ლაზერული საშუალებებიც შეემატა. სასწავლო კლასები კი ახალი სმარტ დაფებით ერთ თვეში აღიჭურვება. დაგეგმილია მშობელთა მოსაცდელი სივრცისა და ახალი სამრეცხაოს მოწყობაც.

ჯუანშერ ბურჭულაძემ კადეტების სასწავლო პროცესიც მოინახულა და მათ პირადად გაესაუბრა. მინისტრის გადაწყვეტილებით, გოგონა კადეტებისთვის აშენდება ახალი ყაზარმა, ბიბლიოთეკა და მოეწყობა რეკრეაციული სივრცე. 2021 წელს კადეტებს ახალ სასწავლო წელს განახლებულ ინფრასტრუქტურა და გაუმჯობესებული საცხოვრებელი პირობები დახვდებათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics