06:59 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-18 11:28:34, 461 ნახვა

საზოგადოება
ავიაკომპანია Wizz Air-მა, საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა

ავიაკომპანია Wizz Air-მა, საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პანდემიის შემდეგ, ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით, პირველი რეგულარული ფრენა განხორციელდა.

„ზაფხულის სანავიგაციო სეზონის დაწყებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განახლებული სახით ხვდება. დავით აღმაშენებლის სახელობის განახლებული აეროპორტი მგზავრებისთვის გაიხსნა. ავიაკომპანია Wizz Air-მა, საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა. პანდემიის შემდეგ, ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით, პირველი რეგულარული ფრენა განხორციელდა. განახლებულ აეროპორტში რეისს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე და ადგილობრივი ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

,,ზაფხულის სანავიგაციო სეზონს ქუთაისის განახლებული აეროპორტით ვხვდებით. დღეიდან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა განაახლა ოპერირირება. პირველი რეისი ავიაკომპანია Wizz Air-მა ვილნიუსიდან შეასრულა, დღესვე ასევე შესრულდება რეისი ვარშავიდან. მოგეხსენებათ, ჩვენი აეროპორტის ტერმინალი განახლდა და ოთხჯერ გაფართოვდა. რაც ჯამში დაახლოებით 30 ათასი კვადრატულ ერთიან სივრცეს ქმნის - საერთო მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვისაა საჭირო. მაისიდან აეროპორტში ვიზეარი რიგისა და დორტმუნდის მიმართლებით ამატებს რეისებს. ასევე, 2 მაისიდან აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს ქუთაისისთვის სრულია ახალი, ყაზახური დაბალბიუჯეტინია ავიაკომპანია FlyArystan, რომელიც პირდაპირ რეგულარულ რეისებს ცენტრალური აზიისა და საქართველოს შორის სამი მიმართულებით განახორციელებს. სხვა სიახლეები ოპერირების განახლების პარალელურად აეროპორტში ეტაპობრივად დაინერგება,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

განახლებულ ტერმინალში მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი  ე.წ. baggage drop იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. 

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN STUDIO-ს ეკუთვნის, ხოლო ქართული მხრიდან ტერმინალის ინტერიერის დიზაინზე იმუშავა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების არქიტექტორ-დიზაინერმა მაირამ ყარყარაშვილმა, რომელმაც არსებული კონცეფცია  აეროპორტის მოთხოვნებს მოარგო.

შეგახსენებთ, არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ შენობაში არ დაიშვებიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics