|
2021-04-17 17:52:36, 793 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიცია კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს
ოპოზიციური პარტიები ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებენ. როგორც „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა საერთო ოპოზიციურ ფორმატში გართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ პრინციპულ პოზიციას მედიატორებს კიდევ ერთხელ გააცნობენ. „დანიელსონის დოკუმენტი ჩარჩო დოკუმენტია, სადაც ძალიან ბევრი საკითხი არის დასაზუსტებელი. მათ შორის, ყველაზე მთავარი საკითხები, რაც ეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, პოლიტპატიმრებს და ახალ არჩევნებზე მსჯელობას, ასევე, ბევრი სხვა ის საკითხიც, რაც ზოგადად, შეიძლება შეთანხმებულად გვეჩვენება - საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების და სასამართლოს საკითხი, იქაც ბევრი დეტალებია, რომელიც ჯერჯერობით არ ჩანს. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ გაგრძელდეს მუშაობა ამ საკითხებზე და ჩვენი პრინციპული პოზიცია კიდევ ერთხელ გავაცნოთ ჩვენს საერთაშორისო მედიატორებს. ბუნებრივია, ხელისუფლებასაც უნდა ესმოდეს, რა იქნება გზა საბოლოო შეთანხმებისთვის. ჯერჯერობით არავინ აპირებს ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას, მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ არის მკაფიო მთავარ საკითხებზე რა ხდება, თუნდაც მელიასთან დაკავშირებით და სხვა პოლიტპატიმრებზე, ასევე, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიგი წერეთელმა. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შემუშავებულ დოკუმენტს ხელი საჯაროდ მოაწერა. თუ რა საკითხებს მოიცავს აღნიშნული დოკუმენტი, შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)