07:00 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-17 11:47:25, 445 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მაღალი გამავლობის ავტომანქანები გადმოეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის კოორდინაციითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, მაღალი გამავლობის 30 ავტომანქანა გადმოეცა.

სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის ღონისძიება სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის "წითელი ხიდის" სამმართველოს ბაზაზე გაიმართა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში - კარლ ჰარცელს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს უმასპინძლეს.

3.3 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების სატრანსპორტო საშუალებები საზღვარზე დანაშაულის პრევენციის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, ასევე, ხელს შეუწყობს სასაზღვრო ინციდენტებზე დროულ და ეფექტიან რეაგირებას.

ღონისძიების ფარგლებში, ევროკავშირისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მიიღეს ინფორმაცია ელექტრონული დაკვირვების სისტემის მუშაობის შესახებ. დელეგაციის წევრები, ასევე ეწვივნენ წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და ადგილზე გაეცნენ მგზავრთა ნაკადის მართვისა და შემოწმების პროცედურებს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ სატრანსპორტო საშუალებების განახლება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, პროექტის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისათვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) საზღვრის ინტეგრირებული მართვის“ - ფარგლებში  განახორციელა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, სასაზღვრო პოლიციას მაღალი გამავლობის 40 ავტომანქანა და საკომუნიკაციო საშუალებები გადმოეცა.

ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების შემდგომ განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, სასაზღვრო პოლიციასთან თანამშრომლობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს, მათ შორის, სასაზღვრო სექტორების დასაცავ მონაკვეთებზე ელექტრონული დაკვირვების სისტემების მოწყობას და სანაპირო დაცვისათვის სწრაფი რეაგირების 4 საპატრულო კატარღის გადმოცემას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics