2021-04-16 13:12:35, 558 ნახვა
საზოგადოება
ავლაბარში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა
ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს რამდენიმე პირი მძევლად ჰყავს აყვანილი.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები.
„ექსპრესნიუსი" ესაუბრა საქართველოს „საქართველოს ბანკის" პრესსამახურის ხელმძღვანელს, მან დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ ბანკისთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლისა და მომხმარებლის უაფრთხოება.
„ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს მათი უსაფრთოებისთვის", - აცხადებს ბანკის პრესსამსახური.
„ექსპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან