08:37 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-15 13:48:03, 511 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილმა საქართველო-თურქეთის სოფლის მეურნეობის III ონლაინ კომიტეტი მისასალმებელი სიტყვით გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა საქართველო-თურქეთის სოფლის მეურნეობის III ონლაინ კომიტეტი მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

გიორგი ხანიშვილმა ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორულ თანამშრომლობაზე და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობის საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტებზე.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, სასოფლო-სამეურნეო და სატყეო მიმართულებით ქვეყნების თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პერსპექტივები არსებობს და აკვაკულტურის, მცენარეთა დაცვის, ცხოველთა ჯანდაცვისა და სამეცნიერო მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების სურვილი გამოთქვა.

თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის მინისტრის მოადგილე აკიფ ოზქალდის განცხადებით, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება თვალსაჩინოა. აკიფ ოზქალდიმ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების მნიშვნელობაზე და საქართველოში წარმოებისა და სამეცნიერო მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობაზე ისაუბრა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics