03:55 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-15 11:17:51, 518 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - 15 მაისი არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს

15 მაისი არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი მკაფიოდ გამოხატოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დღეიდან ამომრჩევლებთან შეხვედრებს გამართავენ.

„დღეს კახეთი იქნება, ხვალ სხვა რეგიონი. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენ, პირველ რიგში, უნდა მოვუსმინოთ ჩვენს ამომრჩევლებს. ადამიანებს, რომელთაც ბრაზი აქვთ იმის გამო, რომ ქვეყანა, რომელსაც ამდენი რესურსი აქვს, მიდის უკან, იმის ნაცვლად, რომ წავიდეს წინ. ხელისუფლება უქმნის მათ ისეთ ილუზორულ განცდას, გეგონება საქართველოში სიტუაცია ყვაოდეს. პირველ რიგში, ჩვენ შევხვდებით იმ ადამიანებს, ვისაც პროტესტი აქვთ. სწორედ ასეთი ადამიანები დადიან აქციაზე. ჯერ ვემზადებით 15 მაისისთვის. ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი მკაფიოდ გამოხატოს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, 15 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეიდან რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებენ. პირველი შეხვედრა - კახეთში გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics