|
2021-04-15 10:54:18, 524 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილი საწარმო 12 სახეობის გაყინულ ხილს აწარმოებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილისოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად სახელმწიფოს ხელშეწყობით შექმნილ ხილის გადამმუშავებელ საწარმოში წარმოების პროცესს გაეცნო. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის განვითარება. შესაბამისად, სამინისტროს პოლიტიკა მიმართულია როგორც პირველადი წარმოების ხელშეწყობის, ასევე შემნახველი და გადამმუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ. მეხილეობის მიმართულებით დადებითი შედეგები უკვე სახეზეა. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, 11 000 ჰა-ზე მეტი ფართობის ინტენსიური, თანამედროვე ბაღია გაშენებული, იმისთვის, რომ მაქსიმალური ღირებულება მივიღოთ, შევძლოთ ნედლეულის უდანაკარგოდ შენახვა, ჩავანაცვლოთ იმპორტი და საექსპორტო პოტენციალი გავზარდოთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტების შემნახველი, გადამმუშავებელი და სამაცივრო საწარმოების შექმნა. ამ მიმართულებით, სახელმწიფოს აქვს როგორც საგრანტო, ისე საკრედიტო რესურსით დახმარების პაკეტები. აღნიშნული საწარმოც, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს ხილის, მათ შორის, კენკრის შოკური გაყინვის მეთოდით წარმოებას, სახელმწიფოს მხარდაჭერით არის შექმნილი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შპს „მამბო ფროსტი“ სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი საწარმოა, რომელიც შოკური მეთოდით დამუშავებული ხილის რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე ახდენს, ექსპორტს კი აზერბაიჯანში ახორციელებს. საწარმოსოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, 2020 წელს შეიქმნა. საწარმოში, ჯამურად, 4 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 1,500,000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტია. შპს „მამბო ფროსტის“, საწარმო სადაც 20-მდე ადამიანია დასაქმებულია 12 დასახელების ცოცხლად გაყინულ ხილს, მათ შორის კენკრას აწარმოებს. საწარმოში შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით, 24 საათში, 2,5 ტონა ხილის გადამუშავებაა შესაძლებელი. საწარმოში მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ნედლეული გადამუშავდება. სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში, მხარდაჭერილია 50 სამაცივრო და შემნახველი მეურნეობა, მათი დაფინანსება კი, ჯამურად, 23 მილიონ ლარს აღემატება. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და სამაცივრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 165 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 1,645 სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 25,700,000 ლარზე მეტია.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)