03:57 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-14 12:37:42, 511 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - ნიკა მელია ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარია და საკნის დატოვების არანაირი გასაღები არ გააჩნია

„ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ღიად და დაუფარავად განაცხადა, რომ ამ ინსტიტუტს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დარჩა.

როგორც მან აღნიშნა, ნიკა მელიას პატიმრობაში დარჩენის გადაწყვეტილება არა სასამართლომ, არამედ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო.

„ქართულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ღიად და დაუფარავად განაცხადა, რომ ამ ინსტიტუტს არანაირი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან და ის მხოლოდ ერთი ადამიანის ახირებებს ემსახურება. ის სპექტაკლი, რომელიც გუშინ ჩვენ ვიხილეთ სასამართლო დარბაზში, არის მხოლოდ და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ნიკა მელია დღეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი და მას არანაირი გასაღები არ გააჩნია საკნის დატოვებისა როგორც ამას ამტკიცებს პროკურატურა მთელი ამ თვეების განმავლობაში და ცდილობს ტყუილებით შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. მიუხედავად მყარი მტკიცებულებისა, რომელიც წარადგინა დაცვის მხარემ, სასამართლომ - უფრო სწორად ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია პატიმრობაში დარჩენილიყო. ჩვენ ხომ ყველამ ერთად მოვისმინეთ, როგორ ყალბდებოდა მტკიცებულებები ამ საქმეზე, ჩვენ ხომ ყველამ ერთად მოვისმინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი როგორ ავალებდა პოლიციელებს, 20 ივნისის ღამეს გახმოვანების სისტემის კაბელები გადაეჭრათ და ამით ქაოსი შეექმნათ აქციაზე“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.

მისი თქმით, შეშინებული ხელისუფლება მზად არის, ნებისმიერი უკანონო მეთოდით ჩაეჭიდოს ძალაუფლებას.

„ჩვენ ხომ ყველამ ერთად მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის აღიარება, რომ ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხი იხილებოდა „ქართული ოცნების“ ზედა ეშელონებში მაშინ, როდესაც სასამართლო არ იყო გამართული. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ღირსება ჩამორთმეულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს მტკიცებულებები და ნიკა მელია კვლავ პატიმრობაში დატოვა. ჩვენ გუშინ ვნახეთ ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული და შეშინებული ხელისუფლება, რომელიც მზად არის ნებისმიერი უკანონო მეთოდით ჩაეჭიდოს ძალაუფლებას, ჩვენ ასევე ვნახეთ გავრილოვის საქმეზე როგორ მიმდინარეობდა ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმის შეთითხვნა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ნიკა მელიას ჯერ 30 ათას ლარიანი გირაო შეუფარდეს, შემდგომ კი მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად მას დაადეს ელექტრონული სამაჯური და ასევე პირველად, პოლიტიკოსს შეუზღუდეს გადაადგილებისა და  საჯარო გამოსვლების უფლება და წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობაში  დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics