08:37 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 17:25:59, 762 ნახვა

საზოგადოება
შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, შპს „ოცნება-2“ დალუქა

შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო, შპს ,,ოცნება-2“ დალუქა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, სამართალდარღვევის სქემით მოქმედი, ერთსა და იმავე მისამართზე საქმიანობის განმახორციელებელი სამი იურიდიული პირი ჯამში 30 000 ლარით დაჯარიმდა.

„შრომის ინსპექციამ, საპატრულო და კრიმინალურ პოლიციასთან ერთად, თბილისში, კოსტავას #25-ში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინა და შპს ,,ოცნება-2" დალუქა.

აღნიშნულ მისამართზე შრომის ინსპექციამ 1 აპრილს შპს„მარგი“ დააჯარიმა, რის შემდეგაც იურიდიული პირის დასახელება შეიცვალა და იგივე მისამართზე საქმიანობა შპს„ოცნება 2“-მა გააგრძელა, რომელიც 7 აპრილს დაჯარიმდა.

სამართალდარღვევის სქემით მოქმედი, ერთსა და იმავე მისამართზე საქმიანობის განმახორციელებელი სამი იურიდიული პირი ჯამში 30 000 ლარით დაჯარიმდა.

უკვე დღეს მთავარი შრომის ინსპექტორის ბრძანების საფუძველზე, ობიექტზე მესამე პირთა შესვლა შეიზღუდა და მთავრობის #322 დადგენილების განმეორებით დარღვევის გამო, შპს ,,ოცნება-2"-ის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნა“, - ნათქვამია შრომის ინპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics