03:07 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 11:21:47, 472 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელიას ადვოკატი აცხადებს, რომ გონივრული გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს

მოლოდინი იმისა, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხელისუფლების მხრიდან, ნამდვილად არ მაქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან მიჭირს პროგნოზის გაკეთება, ვინაიდან აღნიშნული სასამართლო პროცესი გასულია სამართლებრივი სივრციდან. მოსამართლე რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, იქნება ეს ნიკა მელიას გათავისუფლება თუ ამ უკანონო პოლიტიკური პატიმრობის გაგრძელება ეს იქნება ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება. მოლოდინი იმისა, რომ გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხელისუფლების მხრიდან ნამდვილად არ მაქვს, ვინაიდან ყველა ვთანხმდებით, რომ ნიკა მელია იმყოფება უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაში“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს. ნიკა მელია ადგილზე უკვე მიიყვანეს. საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებიან ნიკა მელიას მხარდამჭერები, ამასთანავე ადგილზე სამართალდამცველთა დიდი მობილიზებაა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics