08:47 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-13 10:22:46, 473 ნახვა

საზოგადოება
ნათია თურნავამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი საწარმო „ანაბეჭდი“ დაათვალიერა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარი  საწარმო "ანაბეჭდი" დაათვალიერა. საწარმო ბრენდირებულ ტანსაცმელს აწარმოებს.

შპს ,,ანაბეჭდი" სააგენტოს ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით კომპანიამ ცოტა ხნის წინ საქმიანობის გაფართოება შეძლო, კერძოდ, საწარმო აღჭურვა სპეციალური და უნივერსალური საკერავი მანქანა-დანადგარებით. შედეგად, წარმოების პროცესი უფრო სწრაფი გახდა, პროდუქცია კი - მეტად ხარისხიანი.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს საწარმო, ადგილობრივი წარმოება  45 ადამიანს ასაქმებს და სამომავლოდ კიდევ აპირებს წარმოების გაზრდას - ამ ეტაპზე ,,ანაბეჭდი" წელიწადში 300 000 ცალზე მეტ უნიფორმას კერავს და პროდუქციის რეალიზებას სრულად ახდენს ადგილობრივ ბაზარზე.

„კომპანიას აქვს ძალიან კარგი გეგმები, რომ გაფართოვდნენ. შეიძინეს დანადგარები პროგრამა „აწარმოე საქართველოში" დახმარებით, უნიკალურ პროდუქციას უშვებენ და ამარაგებენ ბაზრის 90%-ს - მათ შორის, უნიფორმებით. ძალიან ბევრი უნიფორმა, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა კომპანიებსა თუ დაწესებულებებში, სწორედ აქ იკერება. ეს არის ადგილობრივი წარმოების განვითარების ერთ-ერთი შედეგი, რასაც ჩვენ ყოველთვის შევუწყობთ ხელს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომპანია ძირითად აქცენტს აკეთებს საქართველოში წამყვანი კომპანიებისთვის უნიფორმების შექმნაზე, ესენი არიან: „აგროჰაბი", „გუდვილი", „ელიტ-ელექტრონიქსი", „კარფური", „დომინო", „ისთ ფოინთი" და სხვა. ამასთანავე, კომპანია მუშაობდა ისეთ უცხოურ ბრენდებზე, როგორიცაა: LUIGI MORINI, ICEBERG, IL GUFO, PAOLO PECORA და ა.შ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონების დაბომბვის და ნავთობის წვიმის შემდეგ, რიაზანში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
დრონებმა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის 11% პარალიზება მოახდინეს
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics