03:08 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 13:27:11, 814 ნახვა

პოლიტიკა
კონკრეტულ საქმეს ან პოლიტიკურ ზეწოლას არ უკავშირდება - აშშ-ში წასული მოსამართლე განმარტებას აკეთებს

 ჩემი წასვლა სისტემიდან კონკრეტულ საქმეს ან პოლიტიკურ ზეწოლას არ უკავშირდება, - ამის შესახებ აშშ-ში წასული მოსამართლე, მაია სვანაძე სოციალურ ქსელში წერს.

მაია სვანაძე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ის ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან წავიდა და მასთან ცხოვრება გადაწყვიტა.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვმარტავ, რომ სასამართლო სისტემიდან წასვლა არ არის კონკრეტულ საქმესთან ან პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებული. მე მყავს ერთადერთი შვილი და ორი შვილიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში და სწორედ ეს გახდა გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მიზეზი. რა თქმა უნდა, ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის ოჯახი ბევრად მნიშვნელოვანია ვიდერე ნებისმიერი თანამდებობა.

რამდენიმე წელია მაქვს მუდმივი ბინადრობის სტატუსი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ბოლო წლების განმავლობაში ვგეგმავდი დროებით საცხოვრებლათ გადასვლას ოჯახთან, რის შესახებაც ცნობილი იყო ჩემი კოლეგების უმრავლესობისათვის. მიუხედავათ იმისა, რომ გავაკეთე ოფიციალური განცხადება წასვლის მიზეზთან დაკავშირებით სამწუხაროდ, მაინც მოხდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და არასწორი ინფორმაციის გავრცელება.

ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობასში პატივი მქონდა ღირსეულად მემსახურა საქართველოს მოქალაქეებისთვის თბილისის საქალაქო და სხვა რაიონულ სასამართლოებში. ამ პერიოდში მომეცა საშუალება შევხვედროდი ძალიან ბევრ გონიერ მოსამართლეს, ადვოკატსა თუ სასამართლოს თანამშრომელს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის ადმინისტრირებაში და იბრძვიან თავისუფალი, თანასწორი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემისათვის. მე ვარ უაღრესად მადლიერი რადგან მქონდა ასეთი განსაკუთრებული პრივილეგია და საშუალება მომეცა ჩემი წვლილი შემეტანა ქართული სასამართლოს განვითარებაში“, - წერს მაია სვანაძე სოციალურ ქსელში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics