|
2021-04-09 12:43:09, 572 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ხომ უნდა ხვდებოდეთ, რომ ახლა ნიშნის მოგების დრო არ არის?! - ან ერთად გადავრჩებით, ან ვერ
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, პანდემიაზე ისაუბრა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ახლა ნიშნის მოგების დრო არ არის, ან ყველა ერთად გაიმარჯვებს - ან ვერ. ამასთანავე, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ კორონავირუსზე დროული გამარჯვება ვერ და არ ჩაითვლება რომელიმე ხელისუფლების ან პარტიის გამარჯვებად, რადგან ეს დამოკიდებულია საზოგადოებაზე და მის პასუხისმგებლობაზე. „უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას საქართველოს ჯანდაცვა, ისევე როგორც მთელი მსოფლიოს ჯანდაცვა, ეს გამოწვევა პანდემიაა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ მასშტაბით კატასტროფას მარტო გაუმკლადება, ან რომელიმე პოლიტიკური ძალა სხვისი მარცხით გამარჯებული დარჩება, ეს ნიშნავს, რომ ამ ვითარებისა არაფერი გვესმის და არც ეროვნული პასუხისმგებლობის განცდა გაგვაჩნია. ხომ უნდა ხვდებოდეთ, რომ ახლა ნიშნის მოგების დრო აღარ არის. ან ერთად გადავრჩებით, ან ვერა. აქ საჭიროა პოზიციების და რჩევების, ცოდნისა და გამოცდილების შეჯერება, ასეთ დროს სრულიად მიუღებლად მიმაჩნია, როდესაც ყოველგვარი ჰუმანურობის გარეშე, უცხოეთში მოღვაწე ზოგიერთი ქართველი ქვეყნის სტრატეგიას მხოლოდ აკრიტიკებს და ამის თესავს უნდობლობასა და უიმედობას. ისიც მიუღებელია, როდესაც ქვეყნის შიგნით, ცნობილი ადამიანები სოციალური ქსელების მეშვეობით ვაქცინაციის უკუშედეგებზე უარყოფით ინფორმაციას ავრელებენ და ამით უნდობლობასა და შიშს ზრდიან. ყველამ ვიცით, რომ იშვიათი შემთხვევები ყველა ვაქცინაციის კამპანიას თან ახლავს, მაგრამ ვაქცინაციის გარეშე, დაავადების საფრთხე ბევრად დიდია. ამ ვითარებაში გვმართებს უფრო გონივრული, ვიდრე ემოციური გადაწყვეტილება. მეტი სოლიდარობა, კეთილსინდისიერი ჩართულობა ყველასი, ვისაც რამე შეუძლია, თუნდაც ვაქცინების მოპოვების კუთხით. უნდა გვემოსმოდეს, რომ დაავადებაზე დროული გამარჯვება ვერ და არ ჩაითვლება რომელიმე ხელისუფლების ან პარტიის გამარჯვებად, ეს უნდა იყოს საზოგადოების გამარჯვება, რომელიც მიიღწევა ერთიანი და პასუხისმგებლიანი მიდგომით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)