09:05 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 17:47:24, 667 ნახვა

საზოგადოება
მთავრობის განკარგულებით 126 ეკომიგრანტ ოჯახს სახლი საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კიდევ 126 ეკომიგრანტ ოჯახს, ქვემო ქართლის, კახეთისა და სამეგრელოს რეგიონებში საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სახლებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, თუმცა ფართები დაკანონებული არ ჰქონდათ.

„ეკომიგრანტებისთვის სახლების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2016 წელს დაიწყო და ამ დრომდე, საცხოვრებელი 700-მდე ოჯახს უკვე დაუკანონდა. დაკანონების პარალელურად, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით სააგენტო მათთვის სახლებს შეისყიდის“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, უსაფრთხო გარემოში 1500-ზე მეტი ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics