09:05 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 16:31:46, 559 ნახვა

საზოგადოება
ფანასკერტელის ქუჩაზე ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა

საბურთალოს რაიონში, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე, N11 კორპუსთან 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე  ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.

პროექტის ფარგლებში, სკვერში საბავშვო გასართობი ორი ზონა მოეწყო, ასევე, სავარჯიშო, კალათბურთისა და ჭადრაკის სათამაშო სივრცე. დამონტაჟდება მაგიდის ჩოგბურთი, LED განათების ქსელი და ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდება.

ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდება, დაირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო.

„ფანასკერტელის ქუჩაზე, N11 კორპუსთან მდებარე ფერდობზე წლების განმავლობაში რკინის კონსტრუქცია იდგა და ტერიტორია მოუწესრიგებელი იყო. ახლა ჩვენ ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ახალ, კეთილმოწყობილ და გალამაზებულ სივრცეს შევქმნით, სადაც მოსახლეობა შეძლებს სასიამოვნო  და კომფორტულ გარემოში   დასვენებასა და გართობას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოებს კომპანია „გრინსერვისი+“ ახორციელებს, რისთვისაც საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან  გამოყოფილია   1 788 906   ლარი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics