02:20 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 11:50:25, 549 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი - მელიას და რურუას გათავისუფლება იქნება სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები განახლდეს

ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება იქნება სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ განახლდეს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, ნიკა მელიას საქმეზე მოსამართლი მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიიღება.

„ძალიან რთულია დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება, რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებს მოსამართლე, გამოაცხადებს და არა მიიღებს, რადგან ყველასთვის ცნობილია, ეს გადაწყვეტილება მიიღება სულ სხვაგან და სხვა ოთახში. ეს გადაწყვეტილება მიიღება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ, შესაბამისად, ახლა დღეს უბრალოდ მოსამართლე გაახმოვანებს იმ გადაწყვეტილებას, რაზეც მას ალბათ უკვე დაურეკეს, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მას არანაირი კავშირი არა აქვს არც სასამართლოსთან და არც სამართლიანობასთან.

ის მოთხოვნები. რომლებიც აქამდე იყო, ყველაფერი ძალაში რჩება. უბრალოდ ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება იქნება სიგნალი, რომ შესაძლოა, მოლაპარაკებები კვლავ განახლდეს და შეთანხმებისთვის გარკვეული ფანჯარა იყოს დატოვებული”, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics