|
2021-04-07 17:23:22, 540 ნახვა
საზოგადოება
თბილისის N192 ბაგა-ბაღს ისრაელის საელჩომ საჩუქრები გადასცა
თბილისის N192 ბაგა-ბაღს საქართველოში ისრაელისა და ჩეხეთის ელჩები, რან გიდორი და პეტერ მიკისკა ესტუმრნენ და დაწესებულებაში მოქმედი ე.წ. გარდამავალი ჯგუფისთვის განკუთვნილი ინვენტარი საჩუქრად გადასცეს. ეს თბილისის მასშტაბით მოქმედი ერთადერთი ბაღია, სადაც ჩეხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ხელშეწყობით, 2018 წლიდან „გარდამავალი ჯგუფი“ ფუნქციონირებს. პროექტის მიზანი აუტიზმის სპექტრისა და სხვა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის იმგვარი გარემოს შექმნაა, რაც აღსაზრდელებს ტიპური განვითარების ჯგუფებში უმტკივნეულო და ჰარმონიულ ინტეგრაციას გაუადვილებს. „პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის ინიციატივით, სამი წლის წინ დაიწყო და მისი ეფექტურობის გამო, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ამასთან, N192 ბაღი პროექტში ჩართულ დონორებთან თანამშრომლობას განაგრძობს. შედეგად, დღეს ისრაელის საელჩომ საჩუქრების ნაკრები - სათამაშოები, ლიტერატურა და სხვა ინვენტარი გადმოგვცა, რისთვისაც სტუმრებს მადლობას ვუხდი. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ. „გარდამავალ ჯგუფს“ ადრეული განვითარების ოთხი სპეციალისტი ხელმძღვანელობს. ჯგუფი საჭირო ინვენტარითა და რესურსით აღიჭურვა, რომლის საშუალებითაც, ნებისმიერი განვითარების მქონე ბავშვისთვის გარემო ხელმისაწვდომი და სასურველი ხდება. სპეციალისტები თითოეულ ბავშვთან მათი ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით მუშაობენ, ბაღის სხვა აღმზრდელებთან თანამშრომლობენ და წინასწარ ათანხმებენ სტრატეგიებს ბავშვების ამა თუ იმ ჯგუფში გადაყვანის შესახებ. ბაღის უკლებლივ ყველა პედაგოგი გადამზადებულია ინკლუზიური განათლების საკითხებში და სპეციალური პედაგოგებისგან ბავშვების რთულ ქცევასთან გამკლავებას სწავლობენ.
ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა
FIFA-ს გადაწყვეტილებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში შოუ გამოიყენოს, გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ
NYT: ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა გეგმა მომავალ კვირას ირანზე დარტყმების განახლების შესახებ
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის პასპორტების დარიგების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)