11:18 - 16 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 12:01:58, 568 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის უფრო მეტი გავაკეთო

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ყოველდღიური შრომით, თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის უფრო მეტსგააკეთებს.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის, გზავნილებისთვის, კომენტარებისთვის, რომელსაც კლინიკაში ყოფნის პერიოდში ვიღებდი. ეს დადებითი ემოცია და ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის. კიდევ ერთხელ პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომდევნო პერიოდში, ყოველდღიური შრომითა და ზრუნვით უფრო მეტი გავაკეთო თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის. რა თქმა უნდა, ხაზი მინდა გავუსვა იმ თანადგომასა და მხარდაჭერას, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვგრძნობდი. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს უწმინდესს, საქართველოს პატრიარქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე, მოსახლეობას ხარების დღესასწაული მიულოცა და ბედნიერება უსურვა.

„სიხარული, სიყვარული და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ თქვენს ოჯახებთან ერთად“ - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე უცვლელად შეინარჩუნა, პერსპექტივა – სტაბილური
ამერიკულმა დელეგაციამ ჯაშუშობის რისკის გამო ჩინური საჩუქრები გადააგდო
ბელგოროდზე დრონებით თავდასხმის შედეგად ცხრა ადამიანი დაიჭრა
FIFA-ს გადაწყვეტილებას ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში შოუ გამოიყენოს, გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics