02:21 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 11:12:58, 598 ნახვა

პოლიტიკა
ჟოზეფ ბორელის პრესსპიკერი - ქართველი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა, მიიღონ გამოწვევა და გამონახონ კომპრომისი

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის პრესსპიკერი, ნაბილა მასრალი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესს ეხმაურება.

როგორც პრესსპიკერმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქართველი პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობაა, რომ მიიღონ გამოწვევა და გამონახონ კომპრომისი.

მანვე დასძინა, რომ ევროკავშირი იმსჯელებს საქართველში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე.

„31 მარტს დასრულდა პრეზიდენტ მიშელის პირადი წარმომადგენლის, ბატონი კრისტიან დანიელსონის მედიაციის მეორე მისია, რომლის შედეგადაც ვერ მოხერხდა საშინაო პოლიტიკური კრიზისის მოგვარება. არც ერთმა მხარემ, არც მმართველმა გუნდმა და არც ოპოზიციურმა პარტიებმა არ გამოავლინეს პოლიტიკური ნება შეთანხმებულიყვნენ მათთვის შეთავაზებულ კომპრომისულ წინადადებაზე.

ქართველი ლიდერების პასუხისმგებლობაა, მიიღონ გამოწვევა და გამონახონ კომპრომისი. ბატონმა კრისტიან დანიელსონმა ვითარების შესახე პრეზიდენტ მიშელსა და ვიცე-პრეზიდენტ ბორელს მოახსენა, ახლა ევროკავშირის შიგნით იმსჯელებენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ“, - განაცხადა ნაბილა მასრალმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics